X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე-ჭიათურის გეგმაზომიერი განვითარება აქტიურად გაგრძელდება

28 ივლისი 2022

„მოვინახულეთ ჭიათურაში მიმდინარე  ძალიან საინტერესო პროექტები, მათგან ნაწილი უკვე დასრულებულია. გამორჩეული იერსახე შესძინა და განაახლა ჭიათურის ცენტრალური არეალი პრემიერის მიერ ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელებულმა სამუშაოებმა.  მოწესრიგდა, როგორც შენობები, ასევე რეკრეაციული ზონა. მოეწყო საბავშვო სივრცეები, შესაძლებელი გახდა სხვადასხვა აქტივობა.  ეს არის იმ გეგმაზომიერი განვითარების შედეგი, რომელიც ჭიათურაში მიმდინარეობს და რომელიც აქტიურად გაგრძელდება“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ჭიათურაში ურბანული განახლების სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ ჭიათურაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს, ქორწინების სახლის ფასადს. მოეწყო კინოს მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერი, კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის სავარჯიშო მოედანი და სკვერი.

პროგრამა 2021 წელს დაიწყო და მისი პირველი ეტაპის სამუშაოები ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში უკვე დასრულების ეტაპზეა, გარკვეულ მუნიციპალიტეტებში დაწყებულია პროგრამის მეორე ეტაპით დაფინანსებული პროექტების სამუშაოებიც.